მზისკარი შენთვის ღიაა -
აქ საქართველოს გასტრონომიულ გზამკვლევს გაეცნობი და რეგიონებში არსებულ ოჯახურ მასპინძლებს აღმოაჩენ
სტუმარი
ღვთისაა
ვინც მოვიდა
გაუმარჯოს!
გემრიელად
მიირთვი
სტუმარი
ღვთისაა
ვინც მოვიდა
გაუმარჯოს!
გემრიელად
მიირთვი
სტუმარი
ღვთისაა
ვინც მოვიდა
გაუმარჯოს!
გემრიელად
მიირთვი
გაეცანი გასტრონომიულ ობიექტებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში
გაეცანი მასპინძლებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში
რაჭა-ლეჩხუმი
ზანდურის სახლი
„ზანდურის სახლის“ ისტორია საოჯახო სასტუმროდან იწყება, თუმცა ნამდვილი სტუმართმასპინძლობის ერთ-ერთი ინგრედიენტი გემრიელ კერძებსაც გულისხმობს. ამ იდეამ მათ ბიძგი მისცა, შეექმნათ უნიკალური გასტრონომიული გამოცდილება, თუმცა აქ სტუმრები არა მხოლოდ გემრიელ კერძებს აგემოვნებენ, არამედ ნამდვილ ლეჩხუმურ სტუმართმოყვარეობასაც ეზიარებიან, რაც მათ გამოცდილებას განუმეორებელს ხდის.შეაღე „ზანდურის სახლის“ კარი, სადაც დაგხვდება - ადგილობრივი კერძები უნიკალური გემოთი, სახლში დამზადებული სასმელები და უხვი, გულთბილი მასპინძლობა.
ცაგერი, ღვირიში
კახეთი
ლაგაზის მარანი
ზემო ალვანში თუშები ცხოვრობენ და შესაბამისად, მათი მენიუ დატვირთულია ძირითადად თუშური კერძებით - მწყემსური ყაურმა, კოტორ (თუშური ხაჭაპური), თუშური ხინკალი, დათხური , გორდილა და თუშური სამკუთხა პური -ეს ის კერძებია რომელიც “ლაგაზში” მისულ სტუმარს ხვდება და სურვილის შემთხვევაში მასპინძელთან ერთად ამზადებს. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დააკვირდნენ პურის ცხობის პროცესს ძველი ქართული ფქვილით, მოინახულონ ხორბლის ყანა და წისქვილში ფქვილის დაფქვას დაესწრონ.
ახმეტა, ზემო ალვანი
სამცხე
მესხური ოდა
როდესაც “მესხური ოდის" კარს შეაღებ, დროში მოგზაურობისთვის მოემზადე. მესხური სამზარეულოს ყველა კერძი ამბავს ყვება - მწყემსების ცხოვრებაზე, ოჯახურ დღესასწაულებზე, მთის ფერდობებზე გაშლილ სუფრებზე. ალუდა ჯვარიძის საოჯახო სამასპინძლო სწორედ ამ ისტორიებს აცოცხლებს სტუმრებისთვის და სთავაზობს იმ გამოცდილებას, როგორც ცხოვრობდნენ მესხეთის მკვიდრნი საუკუნეების წინათ.
ასპინძა, სოფელი ჭობარეთი
იმერეთი
რძლები
მაკარიძეების ოჯახის გასტრონომიული თავგადასავალი 2014 წელს ბუნებრივი მეღვინეობით იწყება. ამ სფეროში მიღწეულმა წარმატებამ, მათ ბიძგი მისცათ, სტუმრებისთვის ღვინოსთან ერთად ტრადიციული, მივიწყებული იმერული კერძებიც შეეთავაზებინათ. ასე დაიწყო რძლების ისტორია. სახელიც ლოგიკურია - მეღვინე ძმების, მაკარიძეების მეუღლეები - ქეთო და ელა, გასტრონომიულ ობიექტს ჩაუდგნენ სათავეში, დაიწყეს ორგანული მებოსტნეობა და მეცხოველეობა, რითაც „რძლებს“ საჭირო ნედლეულით ამარაგებენ. თუ გსურს ნამდვილი იმერული გემო შეიგრძნო, რძლებში გელიან.
თერჯოლა
გურია
ტაბერნე გურიაში - აცანა
ტურისტული ობიექტი სტუმრებს ჭიშკრიდანვე განსაკუთრებულ გამოცდილებას ჰპირდება. მასპინძელი კესო მახარაძე პროფესიით ჟურნალისტია, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მისთვის ადამიანური ემოციები და ისტორიები ყველაზე მნიშვნელოვანია. დავიწყებული გურული კერძების რეცეპტების მოძიებითა და მათი გაცოცხლებით „აცანა“ უნიკალურ ადგილად იქცა. თანაც ამ კერძებს სტუმრები და მასპინძელი ერთად ამზადებენ და ემოციების კორიანტელს ქმნიან. ეს ემოციებია ის, რაც გურულ მასპინძლობას ახასიათებს - ციცხალი გემო, ქორფა არომატი და კერძების გაზიარების სისხარტე. „აცანაშიც“ სწორედ ასეთი გამასპინძლების ტრადიცია არსებობს, აქ თითოეული სტუმარი ღვთის საჩუქარია, მასპინძლისთვის გამოგზავნილი. ამიტომ თუ გსურს, ნამდვილი გურია აღმოაჩინო, მაშინ ტაბერნე გურიაში „აცანას“ ესტუმრე.
ლანჩხუთი, აცანა
აჭარა
ანა-თეო
ქობულეთის სოფელ მუხაესტატეში შეხვდებით ტრადიციულ აჭარულ ოჯახურ კაფე “ანა-თეოს”, რომელიც წლებია სტუმრებს იღებს, უყვება ადგილობრივ ტრადიციულ კერძებსა და ისტორიაზე და აცნობს აჭარას არა მხოლოდ როგორც მხარეს, არამედ როგორც ერთ-ერთ საინტერესო მრავალფეროვან გასტრონომიულ რეგიონს ჩვენს ქვეყანაში. ბორანო და იახნი უძველესი აჭარული კერძებია, რომელთა მომზადებას გამორჩეული წესები აქვს. ძველად აღნიშნული კერძის მომზადებას განსაკუთრებული მიზეზი ჭირდებოდა როგორიცაა დღესასწაული ანდაც სტუმრიანობა. ცეცხლაძეების ოჯახი ტრადიციების და წინაპრების დანატოვარი რეცეპტით ამ კერძების უცვლელად შენარჩუნებას ემსახურება. ამ მხარეში სტუმარი უყვარდათ, ხოლო “ანა-თეოში” კი თვლიან, რომ აქ მოსული ყოველი ადამიანი, მათი ოჯახის წევრია. ალბათ სწორედ ამიტომაც ოჯახის დაწყებული საქმე წლებია უწყვეტად გრძელდება,“ანა-თეოს” წინ კიდევ ბევრი მიზანი და გეგმა აქვს.
სოფ. მუხაესტატე, ქობულეთის მუნიციპალიტეტი, აჭარის არ
ქვემო ქართლი
მდელო
თბილისიდან სულ რაღაც ერთი საათის სავალზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მთებითა და ბუნებით გარშემორტყმულ ძალიან მყუდრო ადგილას მდებარე სოფელ პატარა თონეთში, ერთი საოცარი ოჯახი თქვენთვის სიყვარულით გაწყობილ კარმიდამოში გელით. აქ ყველაფერი ოჯახის წევრების ხელით, გულით და შრომით არის შექმნილი -მშვიდი გარემო, ყვავილებით მორთული ეზო, განსხვავებულ მოსასვენებელ სივრცეთა სიმრავლე და ნამდვილი ქართული სტუმართმოყვარეობა, შესვლისთანავე იგრძნობა. „მდელოში“ ოჯახური სამზარეულოს არომატებით გაჯერებული კერძები, მათსავე მიწაზე მოყვანილი მოსავლითა და ნატურალური ინგრედიენტებით მზადდება. სტუმრების რჩეულ კერძად იქცა ღუმელში გამომცხვარი კარტოფილი სოფლის ნოყიერ ყველთან და კარაქთან ერთად. რა თქმა უნდა, დიასახლისის გამომცხვარი ხაჭაპურიც დაუვიწყარია სეზონური ფხალეულისა არ იყოს. „მდელო“ გთავაზობთ, როგორც ტრადიციული რეცეპტით მომზადებულ ქართულ კერძებს, ისე გათანამედროვებულ ინტერპრეტაციებს, თუმცა გემოები ისეთივე ავთენტურია და ეს ყველაფერი მის დავიწყების საშუალებას არ გაძლევს.
პატარა თონეთი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
გურია
დოლაბი
ოზურგეთში, უფრო კონკრეტულად კი ლიხაურში, ექვთიმე თაყაიშვილის სახლ-მუზეუმს რომ გასცდებით, მალევე, მარცხნივ, შეხვდებით გურულ ფაცხას, სადაც ჭიშკარში ჯერ დედა, შემდეგ კი გურული იუმორითა და ხასიათით დები სალუქვაძეები შემოგეგეგებებიან. ეკა და ლანა ,,დოლაბის’’ შემქმნელები არიან, სადაც ყველაფერ იმას აცოცხლებენ, რაც ძალიან ძველი, ძალიან გურული და ისტორიულია. აქ დები საკუთარი ხელებით მოგიმზადებენ გურულ, ტრადიციულ კერძებს ზუსტად იმ რეცეპტებითა და წესებით, როგორც ადრე მათი წინაპრები ამზადებდნენ. ამით ისინი ინარჩუნებენ ისტორიას, აცოცხლებენ წარსულს და მომავალ თაობებს უტოვებენ იმას, რაც მათთვის, გურიისთვის და სამშობლოსთვის ძალიან ძვირფასია. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ,,დოლაბში ‘’.
სოფელი ლიხაური, ოზურგეთი
კახეთი
კოჭბაანის სახლი
„კოჭბაანის სახლს“ საკუთარი ისტორია აქვს- ეს იყო ადგილი, სადაც მუდამ სითბო ტრიალებდა და დიდი სტუმრიანობა სუფევდა. სწორედ ამ ტრადიციის გაგრძელების სურვილით, ანა ზაალიშვილმა და მისმა ოჯახმა გადაწყვიტეს, სახლი უფრო ფართო სივრცედ ექციათ – ისეთად, სადაც კარი არასოდეს იკეტება და არც ერთი დღე ჩაივლის სტუმრის გარეშე. ყველა ინგრედიენტი, რომლითაც კერძები მზადდება, ოჯახურ მეურნეობაშია მოყვანილი და ზუსტად გამოხატავს სახლის მთავარ ფილოსოფიას: „ფერმიდან – სუფრაზე.“ მენიუ შედგება ტრადიციული ქართული კერძებისგან, რომელთა ავტორი და დიდი სახლის დიასახლისი ანას დედა – ლალია. მისი მთავარი მიზანია, რომ თითოეულ კერძს ჰქონდეს ერთი განსაკუთრებული საკმაზი – მოგონებისა და ბავშვობის გემო. ეს არის გემო, რომელიც გაბრუნებთ იმ ზაფხულებში, როცა სოფელს სტუმრობდით და ბებია სიყვარულითა და სითბოთი გიშლიდათ სუფრას. უკვე წლებია, „კოჭბაანის სახლის“ კარი ღიაა ყველასთვის, ვისაც სურს დატკბეს ნატურალური და გემრიელი კერძებით, სუფთა ჰაერითა და თბილი გარემოთი და, თუნდაც მცირე ხნით, ისევ დაბრუნდეს ბავშვობის უდარდელ სამყაროში.
სოფელი კოჭბაანი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
ქვემო ქართლი
ედის დაჩა
ედუარდ მკრტიჩიანმა წალკაში, სოფელ დაშბაშში, საუკუნოვანი სახლი აღადგინა და ის "ედის დაჩად" აქცია – ადგილი, სადაც სტუმრებს განსაკუთრებული გამოცდილება ელოდებათ. "ედის დაჩას" კონცეფცია ეფუძნება ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებსა და ადგილობრივ ინგრედიენტებს, რათა სტუმრებს ავთენტური გემოები შესთავაზოს. დატკბით დაშბაშის ულამაზესი ხედებით და დატკბით უნიკალური სტუმართმოყვარეობით!
დაშბაში, წალკა