მზისკარის
შესახებ

მზისკარი საქართველოს რეგიონებში ავთენტური საოჯახო ობიექტების მოძიებით, ქმნის გასტრონომიულ გზამკვლევს მნიშვნელოვანი მისიით - შეინარჩუნოს ქვეყნის კულინარიული მემკვიდრეობა, მხარი დაუჭიროს რეგიონში მცხოვრებ მეწარმეებს და გააღვივოს კულტურული მიმოცვლა სტუმრებსა და მასპინძლებს შორის.

ყოველი კარის მიღმა გულღია ადამიანების, წრფელი ემოციების და ჯერ არ მოსმენილი ისტორიების სამყარო იმალება. თითოეული კარი პორტალია, რომელიც ქვეყნის არსის შესასწავლად გიპატიჟებს.

მასპინძლის კარში სტუმრის დანახვა მზის სხივის ტოლფასია, ვისთვისაც არ გვენანება არც ულუფის და არც კეთილი სურვილების გაზიარება.

პროექტის
მიზანი

სტუმრის უპირობო სიყვარულის გამო, საქართველოში მცხოვრები თითოეული ადამიანი, ჩვენ ქვეყანას განსაკუთრებულ დანიშნულების წერტილად აქცევს მოგზაურებისთვის